2018-2019 სასწავლო წელს I ბ კლასში ჩაირიცხა 25 მოსწავლე. | სემესტრში 2 წავიდა და 3 მოვიდა. I კლასის | სემესტრი დაამთავრა 26-მა მოსწავლემ. აქედან 11 გოგონაა და 15 ბიჭი, ეროვნებით ქართველები. გაცდენები სულ 87 საათია.
ჩემი მიზანი იყო;
1. მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ზრუნვა. ამისათვის ჩატარდა კლასის საათები; „როგორ გავიკაჟოთ ორგანიზმი.“ „მოძრავი თამაშები“ და ა. შ.
2. ზრუნვა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხის ამაღლებისათვის. სისტემატიურად ტარდებოდა ტესტირებები: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებასა და ხელოვნებაში. ჩატარდა კონკურსები „საუკეთესო მკითხველი“ „კალიგრაფიის კონკურსი“, მათემატიკური ვიქტორინები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ეწყობოდა პრეზენტაციები ხელოვნებასა და ბუნებისმეტყველებაში.
3.ზრუნვა მოსწავლეთა საგანმანათლებლო შემოქმედებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხარისხის ამაღლებისათვის. ჩატარდა კლასის საათები: „„ადამიანი და ბუნება“, „ბუნება ზამთარში“.
გვქონდა საკლასო გამოფენა ბუნებისმეტყველებაში, ხელოვნებაში.
4. ზრუნვა მოსწავლეთა დისციპლინის ხარისხის ამაგლებისათვის. ამ თემაზე ჩატარდა კ/ს „სკოლაში და სკოლის გარეთ ქცევის წესები“, „კულტურული ადამიანის მანერები“, „სწორი და არასწორი საქციელი“, „წესები ჩვენი მეგობრებია, რომლებიც გვეხმარება სწავლასა და ურთიერთობაში“, „რატომ დავდივართ სკოლაში“ „სიკეთე და მეგობრობა“.
დაფიქსირდა 2 ბავშვი: ცარციძე ნიკოლოზი და გონცაძე ანდრია რომლებიც არღვევდნენ სისტემატიურად სკოლის რეჯიმს და მოსწავლის ქცევის წესებს. მშობლებთან თანამშრომლობით დაძლიეს პროგრამა.
5. ჩავატარეთ 3 სასკოლო ღონისძიება: „შემოდგომის გაცილება“ და საახალწლო ზეიმი „ქრისტეშობა“ და „ ანბანის შემობრძანების „ საზეიმო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
ჩატარდა 4 მშობელთა კრება, სადაც განიხილებოდა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, აგრეთვე მოსწავლეთა მიმდინარე წარმატებები, იგეგმებოდა გონისძიებების ორგანიზება.
გამოვუშვით ორი კედლის გაზეთი „ ოქროსფერი შემოდგომა“ და „წერილები თოვლისბაბუას.
დავდიოდით თეატრში, ვნახეთ 2 სპექტაკლი: „ სალამჯურა „ და „ ნაცარქექია“
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მშობლებთან თანამშრომლობით მიღწეული იქნა .
No comments:
Post a Comment